ბაკურიანის მიმდებარედ, ტყეში, ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა

ბაკურიანის მიმდებარედ, ტყეში, ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
























