ხულო-გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგაზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვისა და მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ხულო-გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგაზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი და მამაკაცი თავს კარგად გრძნობენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან დღეს გაეწერება.
რაც შეეხება, ავტომობილში მყოფ კიდევ ერთ ადამიანს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
არსებული ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
როგორც ცნობილია, გუშინ ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
























