"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ისინი საუბნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს უბნებს გახსნის და თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევს.
ოპოზიციის წევრების თქმით, აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ კენჭისყრა ფორმალურია და საარჩევნო უბნებზე ხელმძღვანელებს ოლქის მიერ დანიშნული წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. როგორც ოლქის იურისტმა განაცხადა, ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს მუდმივად აპროტესტებს.

























