სოფელ წინანდლის ამბულატორიაში მოსახლეობის COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ამბულატორიაში მოსახლეობის COVID - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა. მასობრივი იმუნიზაციის პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი გაეცნნენ. თელავის მერიის ინფორმაციით, მასობრივი იმუნიზაციის კამპანიაში რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
“მთელი კახეთის მასშტაბით, სოფლების ამბულატორიებში მიმდინარეობს აცრის პროცესი. მოვუწოდებ მოსახლეობას, დროულად ისარგებლონ ამ სერვისით, ვინაიდან აცრა პანდემიის შეჩერების მთავარი წინაპირობაა“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სოფლის ამბულატორიებში ამცრელი პუნქტების მოწყობა უფრო მეტად კომფორტულს და სწრაფს ხდის მოსახლოების აღნიშნული სერვისით სარგებლობის პროცესს.
,,ინტენსიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. მინდა ვთხოვო მოსახლოებას ისარგებლონ აღნიშნული სერვისით, რადგან აცრა უკვე ამბულატორიებშიც არის შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველას, დროულად მიმართონ ადგილობრივ ამბულატორიებს და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ჩასატარებლად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, COVID- 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.

























