გივი მოდებაძე - გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ

გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ განაცხადა.
კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.
კანდიდატმა საარჩევნო შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

























