ბათუმში, მაიაკოვსკის 55 ნომერში ხმაური იყო

ბათუმში, მაიაკოვსკის 55 ნომერში ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამართალდამცავები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ.
მოსახლეობის თქმით, 24 -ე კორპუსი ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისია, ისინი ბათუმის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთხოვენ.
აქციის მიმდინარეობისას, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს, რის გამოც სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
მოსახლეობის თქმით, ალტერნატიული ფართის აშენებას მერია ხუთი წლის წინ დაჰპირდა, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კორპუსის ავარიულობას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.
ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან.

























