ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პროექტის ღირებულება 943 800 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება.

„საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. ახალ შენობაში სწავლას 200 - მდე აღსაზრდელი შეძლებს.

შენობაში, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, რამდენიმე ათეული წლის წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ფართში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებამ საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას, ბაღმა ფუნქციონირება დროებით, სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში გააგრძელა. ამ ხნის განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი ქონება გასხვისდა და ადგილობრივ თვითმმართველობას მისი კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.

ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტაციის შემდეგ ორივე სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.