moitane-ს საკონტროლო პაკეტს „ველოქს კაპიტალი“ ყიდულობს და სტარტაპი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

დღეს, "moitane"-ს საკონტროლო პაკეტს საინვესტიციო კომპანია „ველოქს კაპიტალი“ ყიდულობს და არსებულ გუნდთან ერთად კომპანიის განვითარება ახალ საფეხურზე გადაყავს.
ქართული პლატფორმის, moitane-ს ისტორია 2019 წლიდან იწყება, რომელიც ამ დროიდან მოყოლებული ოჯახების ხარისხიანი, შეუზღუდავი წონის სასურსათო პროდუქტებით მომარაგებაზე ზრუნავს. დაარსების დღიდან პლატფორმა სწრაფი ტემპებით იზრდება და დღეს ყოველთვიურად წარმატებით ემსახურება 15,000-ზე მეტ ოჯახს. საქმიანობის დაწყების დღიდან, კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელს გაუმარტივოს საყიდლების პროცესი და მარტივად, უმტკივნეულოდ მოამარაგოს ყველაზე ხარისხიანი პროდუქციით. თავის საქმიანობით კი კომპანია პანდემიის პირობებშიც უამრავ ოჯახს დაეხმარა და შეუმსუბუქა საყიდლების პროცესი.
„ველოქს კაპიტალ ედვაიზორსი“ ქართული საინვესტიციო კომპანიაა რომელიც ახორციელებს როგორც საკონსულტაციო ასევე საინვესტიციო საქმიანობას სწრაფად მზარდ კომპანიებსა და სტარტაპებში. ამჟამად, მის ქვეშ ერთიანდება ინვესტიციები განათლების, FMCG და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორებში.
მომხმარებლის დროის დაზოგვა, საუკეთესო ხარისხი, მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქცია, გამარტივებული პროცესები, შეუზღუდავი შეკვეთის წონა, შეუზღუდავი მიწოდების არეალი - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც კომპანია აქტიურად აპირებს მუშაობას. „ველოქს კაპიტალის“ შემოსვლასთან ერთად, ახალი მენეჯმენტის მთავარი მიზანია მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შესთავაზოს, მიტანის დროის აჩქარებით, პროცესების მოქნილობით, პროდუქტების საუკეთესო ხარისხითა და შეთავაზებული ნაირსახეობით.
„მიხარია, რომ ქართული სტარტაპი moitane, 1 წელიწადში სწრაფად გაიზარდა და ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ინოვაციების განვითარებას სურსათის სწრაფად მიწოდების კუთხით. moitane ყოველდღიურად ხვეწავს საკუთარ პლატფორმას, შიდა პროცესებს და მიწოდების დროს. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მომწოდებლებთან, რათა შეიქმნას მხოლოდ delivery -ზე მომუშავე ფილიალების ქსელი“ - ამბობს ლევან კილაძე, კომპანიის თანადამფუძნებელი
moitane პირველად საქართველოში იწყებს მხოლოდ ონლაინ მიწოდებისთვის შექმნილი ობიექტების ქსელის შექმნას. Darkstore – არის ქალაქის სხვადასხვა უბანში გაშლილი ობიექტები, საიდანაც ციფრული არხების მეშვეობით ხდება პროდუქციის რეალიზაცია და სწრაფი მიწოდება მომხმარებლებთან. „ჩვენი პლატფორმა იქმნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ძალიან კომფორტული, სწრაფი და მასზე მორგებული სერვისი, რომელიც ხემლისაწვდომი იქნება ყველასთვის. „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბაზაზე არსებული სტარტაპ გარაჟის მეშვეობით მოზიდული ინვესტიციით, გვაქვს ამბიცია, რომ ბაზარს შევთავაზოთ ახალი პროდუქტი, რომელიც, ჩვენი აზრით, შეცვლის მომხმარებლის ქცევას და დავნერგავთ საქართველოსთვის ახალ სერვისს“ - მიხეილ კოდუა, moitane-ს გენერალური დირექტორი.
„აღნიშნული პროექტი ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ქართული ონლაინ ვაჭრობის სფეროში და ქართველი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და მოთხოვნად პლატფორმად იქცევა. გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი ამ იდეის განხორციელებაში ჩვენც შევიტანეთ და დავეხმარეთ იდეის ავტორებს შესაბამისი რესურსების მოძიებასა და იდეის განხორციელებაში“ - განაცხადა ნანა მიქაშავიძემ, „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანმა.
მომხმარებლისთვის მომსახურების მიღების პროცესი მარტივია: ვები და iOS ან Android აპლიკაცია, რომლის ბაზაშიც ამ ეტაპზე 12,000 პროდუქტია. აპლიკაციის და ვების მოხმარება კი საკმაოდ ადვილია, რადგან პლატფორმა დახარისხებულია კატეგორიებითა და საკვანძო სიტყვებით, რაც ძალიან ამარტივებს ძიების პროცესს. გარდა ამისა, პლატფორმა აერთიანებს მრავალფეროვან პროდუქციას: სურსათს, სათამაშოებს, წიგნებს, ღვინის მაღაზიებს, აფთიაქებს, აგრარულ ბაზარს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი სრულიად ქართულია, პლატფორმა შექმნილია საქართველოში კომპანია ‘ლემონდუ’-ს მიერ, ხოლო გუნდი დაარსების პირველივე დღიდან ზრუნავს ‘სახლის საყიდლების’ გამარტივებაზე და ორიენტირებულია ფუნქციონალების განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.
(R)
























