სოფელ მარანასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მარანასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 572 მეტრია. პროექტის ღირებულება 149 734 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
„გზის არსებულ მონაკვეთზე გადადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს. პროექტის დასრულების შემდეგ მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს მსგავსი პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























