ბორჯომში, რაზმაძის ქუჩის მიმდებარედ გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდა

ბორჯომში, რაზმაძის ქუჩის მიმდებარედ გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდა

ბორჯომში, რაზმაძის ქუჩის N25-ის მიმდებარედ გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ადგილზე 63 მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო.

„ჩატარებულ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან და სპეციალისტთან გიორგი კობრავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

საყრდენი კედლის მოსაწყობად 232 900 ლარი დაიხარჯა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.