გორის მერია - გორში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, ქუჩის სიგრძე 664 მეტრია.
მათივე ცნობით, სამუშაოებს 474 ათასი ლარი მოხმარდება.
როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

























