„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი კონკრეტულ ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების" დაფინანსება შეწყვიტონ

„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი კონკრეტულ ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების" დაფინანსება შეწყვიტონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი კონკრეტულ ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" დაფინანსება შეწყვიტონ. რეზო ხარაზის განცხადებით, კონკრეტული ბიზნესმენები ტენდერების მიღების შემდეგ, „რუსული ოცნების" შემომწირველები ხდებიან.

„პანდემიისა და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, ჩვენი თანაქალაქელები ღატაკდებიან, სამუშაო ადგილებს კარგავენ. პანდემიამ განსაკუთრებით ჩვენს ქალაქს მძიმედ დაარტყა, ამის პარალელურად ვხედავთ, რომ „რუსული ოცნების“ ბიუჯეტში წინასაარჩევნოდ, მილიონობით ლარი ირიცხება. საიდან მოდის ეს ფული?! ეს ფული პირდაპირ მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

შემომწირველებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მილიონობით ლარის ტენდერებს იგებენ.

ჩვენ გვაქვს სერიოზული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ ფულის გარეშე ვიბრძვით, აუცილებლად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას". მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობს დაფინანსებას, შეწყვიტეთ „რუსული ოცნების“ დაფინანსება",- განაცხადა რეზო ხარაზმა.