ეთჰოუმი - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ექსკლუზიურად "კოლიერსისგან"

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია "კოლიერსს" ახალი საცხოვრებელი პროექტი - უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე Athome გამოაქვს ბაზარზე. ეთჰოუმი თანამედროვე ადამიანების ინტერესებს ერგება. მისი კონცეფცია მოიაზრებს ცხოვრების გასამარტივებლად საჭირო ყველა პირობის შექმნას, შესაბამისად, მიზნად ისახავს მომავალ მაცხოვრებელს მოუგვაროს საყოფაცხოვრებო საკითხები, რომ დარჩეთ დრო მეტი ცხოვრებისთვის.
ეთჰოუმი - 108 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში შენდება. პროექტი 19 სართულიანია, თუმცა საცხოვრებელი ბინები მე-4 სართულის ზემოთ განთავსდება. პროექტი გააერთიანებს: ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, 540 კვ.მ საზაფხულო ტერასას, სუპერმარკეტ აგროჰაბსა და კეთილმოწყობილ ლობის კონსიერჟის სერვისთან ერთად. "აგროჰაბთან” პირდაპირი წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომავალი მაცხოვრებლების ყოველდღიურ რუტინას, გამწვანებული, საბავშვო ზონითა და კაფეებით უზრუნველყოფილი ტერასა კი განტვირთვისა და დასვენების შესაძლებლობას მისცემს მათ.
ეთჰოუმში ბინების ფართობი 51 კვ.მ-დან იწყება. 1კვ.მ-ის ღირებულება $1130-დან $1460-მდე მერყეობს და სართულების მიხედვით იცვლება. პროექტი გაუმჯობესებული მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინებში რემონტის წინარე მოსამზადებელი სამუშაოები სრულად შესრულებულია. მომავალ მაცხოვრებლებს კი მხოლოდ კედლებისა და იატაკის შერჩევა და სასურველი გემოვნების ავეჯით ბინის შევსება მოუწევთ.
პროექტის ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე, მასთან წვდომა მოსახერხებელია როგორც კერძო, ასევე საჯარო ტრანსპორტით. სამეზობლოს ემსახურება უნივერსიტეტის მეტროსადგური. ასევე, პროექტის მახლობლად იგეგმება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რამაც შესაძლოა უნივერსიტეტის ქუჩას მცირე სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციაც შეიძინოს.
შემოგარენში არსებული რეკრეაციული გარემო, სუფთა ჰაერი, გაშლილი სივრცე და ბუნების შთამბეჭდავი ხედები ეთჰოუმის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. პროექტის სამხრეთით არსებული ხეობა და გაშლილი ხედები ბაგები-წყნეთისკენ, ბუნებასთან და სივრცესთან მეტი წვდომისა და განტვირთვის შესაძლებლობას აჩენს.
როგორც აღვნიშნეთ, ეთჰოუმს ექსკლუზიურად კომპანია "კოლიერსი" წარმოადგენს. პროექტში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2023 წლის მარტში დასრულდება. ამ ეტაპზე "საქართველოს ბანკის" კლიენტებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს თანადაფინანსებით დაკრედიტება შეუძლიათ.
http://at-home.ge/ | 577 30 89 89 | sales@athome.ge
(R)
























