ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიგლა თურქიამ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ გიგლა თურქია, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

„ძვირფასო თანაქალაქელებო, ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს ქალაქში არსებულმა ვითარებამ, დაუსრულებელმა დაპირისპირებამ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწრო ინტერესების დაყენებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება დავტოვო ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობა და შევუერთე გიორგი გახარიას გუნდს. გუნდს, რომელიც აფასებს სახელმწიფოებრივ აზრივნებას და მიდგომებს, რომელმაც ფოთელებს დაგვანახა, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად უამრავი საქმის მოკლე დროში კეთება ნამდვილად შესაძლებელია. ეს გუნდი კეთილსინდისიერი, მიზანმიმართული და პროფესიონალი ადამიანებისგანაა შემდგარი.

წლებია ვემსახურები ქალაქს და ჩემს საქმეს, ჩემი მოკრძალული წვლილიც მაქვს შეტანილი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ვთვლი რომ ეს საკმარისი არ არის. დროა ცვლილებების!!! “ ,- წერს გიგლა თურქია.