ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ იღებს

ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ იღებს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს.

კანდიდატები კენჭისყრის შედეგად უნდა გამოვლინდნენ, თუმცა აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ, ,,ევროპულმა საქართველომ“, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", ,,ლელო საქართველოსთვის", ,,გირჩმა" და ,,სტრატეგია აღმაშენებელმა" მონაწილეობა არ მიიღო .

ისინი კონკურსანტებს უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ისინი ნეიტრალური კანდიდატები არ არიან და მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერები არიან.

,,ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ აბსოლუტურად ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღო და ეს არის დასტური იმისა, რომ კონკურსები ტარდება მხოლოდ ფორმალურად. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ა(ა)იპის თანამშროლები, პარტ-აქტივი და მათი ოჯახის წევრები. ვინაიდან, ეს ადამიანები პირდაპირ ასოცირდებიან მმართველ გუნდთან, პროტესტის ნიშნად მხარი არ დავუჭირეთ მათ კანდიდატურებს, ვინაიდან ესენი არ იქნებიან ობიექტურები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეასრულებენ მხოლოდ პარტიულ დირექტივებს“, - განაცხადა პარტია ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში, მაკა ჩხეტიამ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.