აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 800 პაციენტიდან 139-ის მდგომარეობა მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 800 პაციენტიდან 139-ის მდგომარეობა მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 800 პაციენტიდან 139-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, 23 პაციენტი კრიტიკულად მძიმედ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. უწყებაში ამბობენ, რომ კოვიდ სასტუმროში 1459, ონლაინ კლინიკაში 3609 პაციენტია გადაყვანილი.

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აჭარაში 82 876 პირმა გაიკეთა.