მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმასოფელგოსტიბეში გაუჩინარებული ქალი უვნებლად იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 66 წლის ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ინიციატორის გადმოცემით, ქალბატონი სახლიდან 7 აგვისტოს სავარაუდოდ ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით იღებდა. საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.