გურჯაანის მუნიციპალიტეტში 62 წლის მამაკაცი ჭაში გაიგუდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 62 წლის მამაკაცი ჭაში გაიგუდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში მამაკაცი წყლის სისტემის გადასართველად ჩავიდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. დახმარება შვილმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. მამა უჟანგბადობის გამო ადგილზე გარდაიცვალა, 40 წლამდე მამაკაცი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

























