პარტიამ „საქართველოსთვის" რიგით 30-ე ოფისი რუსთავში გახსნა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს რეგიონული ორგანიზაცია რუსთავში გახსნა და რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართა. ამასთან, გიორგი გახარიამ მათ პარტია „საქართველოსთვის" პროგრამული ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“პარტიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, რუსთავის ოფისის გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს, გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის ახალგაზრდული მდივანი საბა ჯიქიძე და პარტიის წევრი ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
პარტია „საქართველოსთვის" ოფისები ქვეყნის მასშტაბით უკვე 30 ქალაქში ფუნქციონირებს: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხარაგაულში, ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში, ხულოში, გორში, კასპში, ქარელში, ხაშურში, ოზურგეთი, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, ჯვარში, მცხეთაში, დუშეთში, ყაზბეგში, თიანეთში.
„რეგიონული ორგანიზაციების გახსნა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ონლაინ გააკეთონ განაცხადი პარტიის წევრობაზე ან გახდნენ პარტიის მხარდამჭერები ( http://forgeo.ge )“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























