ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარია

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარია

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ.