აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში ეპიდვითარება დაძაბულია

აჭარაში ეპიდვითარება დაძაბულია, ამას გვიჩვენებს ყოველდღიური რიცხვები", - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში დაახლოებით 62 თავისუფალი საწოლია, თუმცა რიცხვი ცვალებადია.
ნონა ეფაძის განმარტებით, დაძაბული ეპიდვითარების პარალელურად ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს.
„აჭარაში გუშინ 6000-მდე ტესტი ჩატარდა. სამწუხაროდ, გარდაცვალების 7 შემთხვევაა და აქტიური შემთხვევები არის 5000-ზე მეტი, აქედან 15 პროცენტი კლინიკებში მკურნალობს. ვაქცინაცია იმედის მომცემია, გუშინ 3000-მდე აცრა ჩატარდა. გუშინ საღამოს 60-62 თავისუფალი ადგილი იყო კლინიკებში, თავისუფალი საწოლების რაოდენობა შემცირებულია და პარალელურად საწოლფონდის გაზრდა მიმდინარეობს. კვირაში 2-3 ახალი კოვიდ სასტუმრო ემატება",- განაცხადა ნონა ეფაძემ.

























