ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერები გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზის რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

„გზები რეაბილიტირდება: ერგეტაში - ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე, ნარაზენში - საკალანდიოს უბანში, ჯიხაშკარში - სობოგასა და საშენგელიოს უბანში, ნაწულუკუში - ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა, განმუხურში - ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა), შამგონაში - ნაფატუს უბანში, ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი.

გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხალავას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში რეაბილიტაცია 120 ქუჩაზე მეტს ჩაუტარდა“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.