აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბათუმში სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბათუმში სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ბათუმში სამშობლოსათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით. ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მარიკა გვიანიძემ და ილია ვერძაძემ, მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და დაღუპულთა ახლობლებმა.

ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის საპატიო მოქალაქე - კაროლ ფშივარა, რომელმაც ოჯახთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს.