კასპის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებულ ქალს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებულ ქალს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ გოსტიბეში 60 წელს გადაცილებულ ქალს ეძებენ. გაუჩინარებულის მეზობლების ინფორმაციით, დღეს საღამოს, ნანული მიგრიაული დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

“ამ საღამოს მათი ოჯახის კუთვნილი საქონელი არ გამოჩნდა, როგორც ჩანს, დაიკარგა და ნანული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ თვითონაც გაუჩინარდა. ჯერ ოჯახის წევრები და სოფლის მოსახლეობა ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს, მერე 112-ზე დავრეკეთ და ძებნაში მაშველები ჩაერთნენ. შებინდებისას ალბათ გზა აებნა და დაიკარგა", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" სოფელ გოსტიბეს მცხოვრებმა დონარა წიკლაურმა.