"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა და ლიდერებმა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მცოცავ ოკუპაციას ოკუპანტი დღემდე ახორციელებს. მათივე თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"აგვისტოს ომს არაერთი გმირი შეეწირა, რუსეთი უკან არ იხევს, ყოველდღიურად ხდება ადამიანების უფლებების დარღვევა/ გატაცება. ეს უნდა დასრულდეს და ჩვენი კუთვნილი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ", - განაცხადეს პარტიის წევრებმა.

























