აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილე - რეგიონში კოვიდ სტატისტიკის ციფრები ყოველდღიურად სტაბილურად მზარდია

აჭარაში კოვიდ სტატისტიკის ციფრები ყოველდღიურად სტაბილურად მზარდია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში თავისუფალი საწოლები დაახლოებით 100-მდეა, თუმცა რიცხვი ცვალებადია.
ნონა ეფაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად აჭარაში 2500-ზე მეტი ვაქცინა კეთდება. მისივე განცხადებით, თუ ვაქცინაციის ტემპი გაგრძელდა, შემოდგომაზე ზრდასრული მოსახლეობის 60% აცრილი იქნება.
"აჭარაში ყოველდღიურად კორონავირუსი საშუალოდ 500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა. ტესტირებას ფაქტობრივად ყველა დაწესებულება აკეთებს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომია და ყოველდღიურად 5000-6000 ტესტი კეთდება. რეგიონში, უკვე 64 ათასზე მეტი დოზა ვაქცინის არის ადმინისტრირებული და აქედან 33% ორჯერადად აცრილია. გუშინ 2500-ზე მეტი აცრა ჩატარდა", - აცხადებს ნონა ეფაძე.

























