აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგს კომიტეტის წევრებთან ერთად გაეცნო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგს კომიტეტის წევრებთან ერთად გაეცნო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესს, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მრავალპროფილურ კლინიკა "მედცენტრში", "ბათუმი მოლსა" და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ილია ვერძაძის განცხადებით, ბათუმელები, ქალაქის სტუმრები და სამედიცინო პერსონალი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვაქცინაციის პროცესს, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მომავალია დამოკიდებული. „მსგავს ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე, კომიტეტის წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, პერმანენტულად ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.