ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიის დროს დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიის დროს დაშავებულ გერმანელ ტურისტს კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ.
ლაურა ნოელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა ტრავმით, მათ შორის თავის და კისრის არეში დაზიანებებით გუშინ მოათასვევს. ექიმის თმით, 30 წლამდე ქალს ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. კერძოდ, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა ქვემო ალვანში მცხოვრები 66 წლის კაცი, ხოლო მანქანაში მყოფი გერმანელი ტურისტი დაშავდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

























