დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ინიციატივები „მაუწყებლობის შესახებ“ , ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს.

























