ლენტეხში სტიქიის გამო დაზიანებული გზები ნაწილობრივ აღდგა - ამ დროისთვის 4 სოფელი კვლავ გარემოს მოწყვეტილია

ლენტეხში სტიქიის გამო დაზიანებული გზები ნაწილობრივ აღდგა - ამ დროისთვის 4 სოფელი კვლავ გარემოს მოწყვეტილია

ლენტეხში დაზიანებული გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

გარესამყაროს მოწყვეტილ 20 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ნაწილთან აღდგა.

ამ დროისთვის კვლავ გარემოს მოწყვეტილია ოთხი სოფელი, მათგან ერთს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ამ წუთებში გზაზე ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა ღამით, უსაფრთხოების მიზნით გზა ისევ ჩაიკეტება.

სამუშაოები დილით გაგრძელდება. ლენტეხში სტიქიის რამდენიმე კერა იყო. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ცენტრალური გზა და დააზიანა ხიდები.