ცოტნე ანანიძემ კომიტეტის წევრებს ერთ-ერთ საკითხად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წელბის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარს უჭერს. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დადგენილების პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა წარუდგინა.
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა. სამოქმედო გეგმა ბიუროს წარედგინება.
ამავე სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის - გია აბულაძის კანდიდატურას.

























