აჭარაში, დღის განმავლობაში 2000-მდე ადამიანი აიცრა

აჭარაში, დღის განმავლობაში 2000-მდე ადამიანი აიცრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც ვაქცინაციის გაფართოების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიული შტაბის ფორმატში ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესზე რეგიონში.

„აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 2000-მდე მსურველმა ჩაიტარა. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს.

ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს. დღეიდან მოსახლეობას აცრა „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ორ საზოგადოებრივ სივრცეში, ,,მეტრო-სითსა” და ,,ბათუმი მოლში” იქნება შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.