ზუგდიდში, უხვი ნალექის გამო, ხე წაიქცა, რომელიც ავტომანქანას დაეცა

ზუგდიდში, უხვი ნალექის გამო, ხე წაიქცა, რომელიც ავტომანქანას დაეცა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სავარაუდოდ, უხვი ნალექის გამო მრავალწლოვანი ხე წაიქცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა.

ამასთან დაზიანებულია ელექტროსადენებიც.