აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 41 386 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 41 386 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 41 386 პირმა გაიკეთა.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ - 5370, „ასტრაზენეკათი“ - 6598, „სინოფარმით“ - 16 584 და „სინოვაკით“ -12 834 მოქალაქე აიცრა.

უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარაში კორონავირუსის გამო, კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 8 პაციენტი იმყოფება.

კოვიდკლინიკებში კი 328 პაციენტი მკურნალობს.