ახალგაზრდობის სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

ახალგაზრდობის სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა. შეხვედრის მიზანია ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის გაცნობა და საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს საქმიანობაზე, ხედვებსა და სტრატეგიებზე. ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელმა საბჭოს წევრებს ახალი შესაძლებლობა შესთავაზა, რაც გულისხმობს მათ ჩართვას სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში შექმნილ მასიურ ღია ონლაინ კურსში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინატორის სერტიფიკატს მიიღებენ.
ამასთან, ადგილობრივი საბჭოები ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, დმანისის, საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან ერთად ადგილზე შექმნა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად აძლიერებს არსებულს.

























