აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის საერთო ჯამში 38 562 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის საერთო ჯამში 38 562 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის საერთო ჯამში 38 562 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ აიცრა 4536 ადამიანი, „ასტრაზენეკათი“ - 6328, „სინოფარმით“ - 15 050 და „სინოვაკით“ -12 648 მოქალაქე.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 3 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 238 პაციენტი მკურნალობს. ონლაინ კლინიკაში 420 და კოვიდ სასტუმროში კი 393 პირია მოთავსებული.