აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 33 073 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 33 073 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ - 3438, „ასტრაზენეკათი“ - 5738, „სინოფარმით“ - 11 837 და „სინოვაკით“ -12 060 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 3 პაციენტი იმყოფება. კოვიდკლინიკებში კი 159 პაციენტი მკურნალობს.

























