რუსთავში ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

რუსთავში ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა. რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მსხვერპლით დასრულდა.

ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, 26 წლამდე ასაკის მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.