ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

ამასთან, მათი აზრით, 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დროულად უნდა ჩატარდეს.

„მედიას ვერ დააშინებენ, ამით ვერ გაგვაჩერებენ. ერთად დგომა ძალადობას დაამარცხებს. მომხდარზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც მოძალადეებთან თანამშრომლობს“ , - აცხადებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი ირინა ყურუა.