კახეთში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს

„როცა სიტყვები უკვე ზედმეტია”- ამ სახელწოდებით კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახის და კოლეგების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
მდუმარე აქციით, მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს, რა დროსაც რადიკალური და აგრესორი ჯგუფის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა მედის 50 -ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.

























