ბათუმში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.
ისინი პროტესტის ნიშნად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ გუშინ თბილისში საპატრიარქოსა და "ქართული ოცნების" წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფმა ადამიანებზე იძალადეს.
ოპოზიციის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ მოძალადე პირების დროული ინდეტიფიკაცია და მათი პასუხისგებაში მიცემა მოხდეს.

























