“გახადეთ თქვენი ცხოვრება - მარტივი და კონტროლირებადი” (R)

2020 წლის დასაწყისში თანამედროვე სამყარო უნებლიე ცვლილებების წინაშე დადგა. ყოველდღიურ რეალობაში შემოიჭრა ვირუსი,
რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყაროს ცხოვრების წეს-ჩვეულებები შეცვალა. უმნიშვნელოვანესი ცვლილება კი განიცადა ადამიანის ყურადღების გაასმაგებამ - საკუთარი თუ გარშემომყოფთა მიმართ, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მწვავე თუ ქრონიკული პათოლოგიების დროს, ბიოლოგიური მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, მაგალითად როგორიცაა: წნევის, წონის, ტემპერატურის და ა.შ.
თავის მხრივ, “კონტროლი” კლასიკური სამედიცინო ცნებით, ხორციელდება მაღალპროფესიონალური კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით და ასევე არსებობს: სახლში, ყოველდღიურ რეჟიმში გამოსაყენებელი ჯანმრთელობის სხავდასხვა ზემოთნახსენები ბიოლოგიური მაჩვენებლების სამონიტორნგო აპარატურა. ბიოლოგიური მაჩვენებლების და ორგანიზმზე მკურნალობის ზუსტი ასახვის მთავარი პირობა არის - თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ახდენენ სახლის პირობებში ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებლის სწორად ასახვას.
მომხმარებლების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია გეფამ, 3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, თანამშრომლობა დაიწყო - შვეიცარულ სამედიცინო, მაღალტექნოლოგიური აპარატურის მწარმოებელ კომპანია როსმაქსთან. კომპანია როსმაქსი დაარსდა 1988 წელს და იწყებს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დანიშნულების მქონე პორტატული აპარატურის წარმეობას. დღესდღეისობით არსებული პროდუქტების დისტრიბუცია იწარმოება 80-ზე მეტ ქვეყანაში. როსმაქსი,კომპანიაა სამედიცინო ინდუსტრიაში, რომელიც ფლობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სრულად ინტეგრირებულ ქარხანას შვეიცარიაში.კომპანიის წარმატებას განაპირობებს:შვეიცარიული ხარისხი, ინოვაციური კვლევები და უნიკალური ალგორითმების გამოყენება.
კომპანია როსმაქსის სამეწარმეო სფეროებია: პრევენცია, მონიტორინგი, თერაპია და პროფესიონალური მოვლა. სწორედ ამ სფეროების გათვალისწინებით ფარმადეპოს და ჯიპისის სააფთიაქო ქსელში განთავსდა შემდეგი სახის სამედიცინო აპარატურა: ციფრული და კლასიკური წნევის აპარატები, პულსოქსიმეტრები, ნებულაიზერები, სასწორები და სიცხის საზომი ციფრული აპარატები. ყველა ამ პროდუქტის ნახვა, ადგილზე გატესტვა და შეძენა, შესაძლებელია - უკვე დღეს: ფარმადეპოს და ჯიპისის სააფთიაქო ქსელში, ნებისმიერ დროს. პროდუქტებს გააჩნია მაღალი ხარისხი, გამძლეობის დიდი უნარი, საგარანტიო მომსახურების 2 - დან 5 წლამდე ვადა. შვეიცარული კომპანია როსმაქსი არის პრემიუმ ხარისხის მწარმოებელი,საუკეთესო ტექნოლოგიებით, რომელიც არის ჩვენი ჯანმრთელობის პროვაიდერი.
როსმაქსის სამედიცინო აპარატურა - გახდის თქვენს ცხოვრებას მარტივს და კონტოლირებადს !!!
(R)
























