ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია

ვაშლოვანში ხანძარია. ბოლო ერთ კვირაში დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის ეს მესამე შემთხვევაა. ცეცხლი ამჯერად ტყის ქვედა საფარზეა გავრცელებული.

ხანძრის ძირითადი კერები რთულად მისადგომ ადგილებშია, რის გამოც სპეციალური ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

ხანძრის ზონაში მისვლამდე მეხანძრე - მაშველებს რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა და რამ გამოიწვია აალება.

ცნობისთვის, ვაშლოვანის ნაკრძალში, პირველად ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც მონაწილეობდა.