ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში მოგლეჯილია ხეები. სოფელ ნინიგორში კი 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
ზარალის მასშტაბების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

























