გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

გორის მერიის ცნობით, ნებართვის მიღების მსურველი პირების განაცხადებების მიღება პირველ ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ნაბართვის მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობა როგორც ფიზიკურ, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

„განაცხადების მიღება მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5).

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. ბმული - https://drive.google.com/.../1ZxlHD40B9SOf7PNLp0S.../view...

კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია.

გამარჯვებულის (ან გამარჯვებულების) გამოვლენა მოხდება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე.

მიკროავტობუსებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობის მარშრუტები წარმოდგენილია ხუთ ლოტად. იხილეთ ბმული - https://drive.google.com/.../14_W9frJgaH_KurqaPb119...

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციის გამისაღებად იხილეთ მერის შესაბამისი ბრძანება (ბმული - https://drive.google.com/.../1dNe65BTZywEIv15t0Ap.../view...) და ზემოაღნიშნული საკრებულოს დადგენილება.“- ნათქვამია ინფორმაციაში.