სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილი, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.