ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. აალება სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ინფორმაციას ადასტურებენ ნაკრძალის ადმინისტრაციაში.

ნაკრძალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა ადგილზე ვერ მივიდა, თუმცა რამდენიმეკაციანი ჯგუფები ფეხით მიემართება ხანძრის ზონაში.

„სამი კილომეტრია ფეხით გასავლელი და სამაშველო სამსახურთან ერთად მივდივართ. როგორც ვიცით, ცეცხლი ხეებს უკიდია და მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და ადგილზე რომ მივალთ, უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება“, - განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.