დავით გაბაიძის განცხადებით, პანდემიის დასაწყიში სასტუმროების ბიზნესმა ძალიან დიდი გამბედაობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა

დავით გაბაიძის განცხადებით, პანდემიის დასაწყიში სასტუმროების ბიზნესმა ძალიან დიდი გამბედაობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, პანდემიის დასაწყიში სასტუმროების ბიზნესმა ძალიან დიდი გამბედაობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა. ამის შესახებ გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“ საკარანტინო სასტუმროების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგელობისათვის მადლობა გადაუხადა რიგითი მოქალაქეებიდან დაწყებული ყველას, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა უხილავ მტერთან ბრძოლაში.

„პანდემიამ შეცვალა თანამედროვე მსოფლიო, შეცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი. ეს აისახა თითქმის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ბიზნესზე. პანდემიის დასაწყიში, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე და რთული იყო ფიქრი საბოლოო შედეგებზე, ძალიან დიდი გამბედაობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითები აჩვენა სასტუმროების ბიზნესმა, მადლობა მათ ამისათვის“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

აჭარის ტურიზმისა და კურირტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საკარანტინე პროექტში ჩართული 60 სასტუმროს წარმომადგენელს ჯილდოები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის წევრებმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა -არჩილ ჩიქოვანმა და საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გადასცეს.