ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზღვაო უნივერსიტეტის სტუდენტები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
საბოლოოდ კი, სტუდენტები ნავსადგურში, მე-11 ნავმისადგომთან საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც მეზღვაურები, საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ მეზღვაურებს დააჯილდოებენ და ფიცის მიღების ცერემონილია გაიმართება.
„საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდოები გადაეცემათ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს.
ტრადიციულად, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი პირველი აქტივობა საზეიმო მსვლელობაა სასულე ორკესტრის თანხლებით, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ. მსვლელობაში მონაწილეობენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები.
მეზღვაურის დღის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს (DAI) შორის, ხელი მოეწერება მემორანდუმს საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდება ზღვაში დაღუპული მეზღვაურებისათვის პატივის მიგების ცერემონიით",- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

























