ფოთში, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული 18-ივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

ფოთში, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული 18-ივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

ფოთში, კლინიკა ,,ლაზიკამედში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული 18-ვე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე გაეწერნენ ბინაზე, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.

მათი თქმით, ყველა მათგანს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები.

,,პაციენტები დღის მეორე ნახევარში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილიდან“ გადმოიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, გულის რევის შეგრძნება და ტკივილი მუცლის არეში. ყველა მათგანს გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა.

პაციენტები კლინიკაში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და ,,აჭარა ტექსტილის“ ხელმძღვანელობამ მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა ექიმი ეპიდემიოლოგი ზინაიდა გაგუა, რომელიც გაეცნო პაციენტების მდგომარეობას და გამოკითხა ისინი", - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ , სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა ტექსტილში" სავარაუდოდ საკვები პროდუქტით 20-მდე ადამიანი მოიწამლა.

რამ გამოიწვია ,,აჭარა ტექსტილის“ თანამშრომელთა მოწამვლა ჯერჯერობით უცნობია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ობიექტს შეისწავლიან, ლაბორატორიული კვლევისთვის შესაბამის ნიმუშებს აიღებენ და ამის შემდეგ დადებენ დასკვნას.